ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს “ოსკარზე” წარსადგენ ნომინანტთა შორის “მანდარინების” დასახელებას ულოცავს

garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ესტონეთს “ოსკარზე” წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმის “მანდარინები” დასახელებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს! ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი “ოსკარზეა” ნომინირებული. “მანდარინები”, ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც “ფეისბუქში”, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ოსკარზე” წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის “მანდარინები” დასახელდა. ფილმი “ოსკარის” 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.
უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა “ლევიათანი” (რუსეთი), “იდა” (პოლონეთი), “ტიმბუქტუ” (მავრიკია) და Wild Tales (არგენტინა).
“ოსკარის” დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზაზა ურუშაძე – გავგიჟდები კიდევ!
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობა მუსლიმურ სასწავლებელს შეისყიდის