ირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს და ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეისწავლა ათასობით ასეთი საქმე. მოგეხსენებათ, დაკავებული არიან და აღძრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ მიმართ, ვის საქმიანობასაც უკავშირდება წლების განმავლობაში გამეფებული უკანონობა, უსამართლობა, ადამიანთა დაჩაგვრისა და ღირსების შელახვის ფაქტები. ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია”.
“სწორედ აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესს კარგი გაანალიზება და გააზრება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია _ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ დანაშაულების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ და ეს უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის მაღაროში აფეთქება მოხდა… მსხვერპლზე განსხვავებული მონაცემები ვრცელდება
შემდეგი სტატია,,ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა”