ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიმტკიცის დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიმტკიცის დღეს ულოცავს– განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გურიაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შს სამინისტროს თანამშრომლებს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების ორგანიზებისთვის.

“დღეს მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე აქცია იყო. კმაყოფილებით მინდა ავღნიშნო, რომ აქციები მშვიდობიანად დასრულდა. მინდა ყველა იმ სამსახურს გადავუხადო მადლობა, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. დღეს ასევე არის ოჯახის სიმტკიცის დღე და ყველას გილოცავთ ამ დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ევროპაში როგორც მიგრანტები ხვდებიან
შემდეგი სტატიალიტვური თვითმფრინავი ბალტიის ზღვაზე გაუჩინარდა