ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირებაა აუცილებელი

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

ჩვენ გადავიტანეთ უკრაინის მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს, მაგრამ იმ დროს მსოფლიომ არ მიაქცია მას საკმარისი ყურადღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNBC-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა და ერთიანი საერთაშორისო რეაგირება რუსეთის “ასეთ” პოლიტიკაზე.

“რასაკვირველია, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ჩვენ გადავიტანეთ ასეთი კონფლიქტი 2008 წელს. იმ დროს მსოფლიომ არ მიაქცია ამ კონფლიქტს საკმარისი ყურადღება. ასე, რომ დღეს გვაქვს უკრაინის კრიზისი. ჩემი აზრით, აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა, ერთიანი საერთაშორისო რეაგირება რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე. ეს უნდა განხორციელდეს ზუსტად და ეფექტურად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ილია მეორე გადაიხდის
შემდეგი სტატიაკიევი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს