ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ანგელა მერკელს შეხვდება

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება. მხარეები ასევე განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რიგაში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში გაიმართება.
პრემიერი სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

banner
წინა სტატიაშილიბერთი ბანკის სერვისცენტრის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: გასულ კვირაშიც ვთქვი, რომ ლარი დაიწყებდა გამყარებას და ეს ასეც მოხდა