ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ იძლევა ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ხელს შეუწყობს ღია მმართველობის განვითარებას.

მთავრობის მეთაურის თქმით საჯაროობის მიმართულებით მინისტრთა კაბინეტის წევრები შესაბამის ღონისძიებებს სისტემატიურად ატარებენ

„მე სიამაყით გეტყვით, რომ ჩემი კაბინეტის წევრები აბსოლუტურად მოტივირებულები არიან, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორუმის ფარგლებში, ჩვენ სისტემატიურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირება. გეტყვით, რომ რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ ვფიქრობ დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. ეს რა თქმა უნდა იდეალური არ არის, ჩვენ ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მეგობრობა შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ განახორციელებენ
შემდეგი სტატიახმაურთან დაკავშირებით რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს