ირაკლი ღარიბაშვილი პრემიუმ კლასის სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიუმ კლასის სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის ზღვასთან მდებარე, საერთაშორისო ბრენდის, ხუთვარსკვალვიან სასტუმროს – „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ აქვს 246 ნომერი, რეკრეაციულ ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით.

სასტუმროს საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი გააჩნია. სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.

სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენსის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. აღნიშნული კომპანია 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა და დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 150 სასტუმროს ფლობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: „მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: აქ ჩვენ ბევრ პროექტს გავივლით და განვიხილავთ