ირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა გამგეობის მუშაობის პარალიზება

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანის გამგეობის მუშაობის პარალიზება მოახდინა. პრემიერი გურჯაანის გამოგეობაში 20 აპრილს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს არის ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ოპოზიციის წევრები, ეგრეთწოდებული, ბედავენ და მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს, რომ მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში. მოახდინეს პარალიზება, უფრო სწორად, ჰქონდათ მცდელობა და მერე ნახეთ ყველამ, როგორ უპასუხა მე ვიტყოდი, სამართლიანად და ადექვატურად გურჯაანის მოსახლეობამ და ხალხმა. ჩემთვის არის მიუღებელი ის, როგორ განვითარდა მოვლენები, ეს არის კვერცხების სროლა და ა.შ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს – ქართველი ხალხი არასოდეს აღარ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის, ანუ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება”
შემდეგი სტატიააშშ-მ ირანს მოუწოდა ჟურნალისტი გაანთავისუფლოს