ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, მარიეტ შურმანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდა.
მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 13/25 რეზოლუციის შესრულების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციისა და მენეჯმენტის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათი ინტერესების გათვალისწინებას მოიცავს; ასევე, განიხილეს ქალის როლი ძალადობის შემცირებისა და კონფლიქტის პრევენციის პროცესში;
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაციის მექანიზმი 2014 წლის დეკემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა. აღინიშნა, რომ გეგმის მოქმედების ვადა 2015 წელს იწურება და მისი განახლების განახლების პროცესში მთავრობის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გეგმის შესრულების შეფასების შედეგად გაიცა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას.

banner
წინა სტატიაში“დადგა დრო, რომ “თრიალეთმა” და პირადად მისმა მფლობელმა პრემიერთან დაპირებული ბოდიში მოიხადონ”
შემდეგი სტატიაTurkish Airlines-მა დაბომბვის საშიშროების გამო იძულებითი დაჯდომა განახორციელა