ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ქალბატონი თინა იქნება წარმატებული მინისტრი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

irakli garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი წარმატებული მინისტრი იქნება.
განცხადება პრემიერმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ქართულ-ამერიკული სწავლების გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის სისტემას ღირსეულ ხელმძღვანელობას გაუწევს.
“მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღეა, საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს – ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს და განავითარებს აღებულ კურსს. მჯერა, ქალბატონი თინა იქნება წარმატებული მინისტრი და ღირსეულ ხელმძღვანელობას გაუწევს საქართველოს თავდაცვის სისტემას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების – “ღირსეული პარტნიორის” გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მთავრობის წევრები, აშშ-ის ელჩის მოადგილე დაესწრნენ.
როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება 25 მაისამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო ძალისხმევა შეაძლებინებს საქართველოს მიაღწიოს სასურველ შედეგებს