ირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე “, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
“მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის მიხედვით. ასე რომ, ეს იქნება გამგებელი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
“აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს – მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: ეს მხოლოდ აფერხებს ცნობისმოყვარე ადამიანების სურვილს, შემოიარონ საქართველო
შემდეგი სტატიაარაჩვეულებრივი გამოფენა ანუ იეღოვა მეგრულად