ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

პრემეირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მათ პროფესიულ განვითარებას უსურვებს.

პრემიერის განცხადებით მას სურს, რომ საქართველოში ძლიერი ტელევიზია, ძლიერი ბეჭდური მედია იყოს.

“მინდა ყველას მოგილოცოთ ქართული ჟურნალისტიკის დღე, გისურვოთ წარმატება. თქვენი პროფესიული განვითარება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ძლიერი ჟურნალისტიკა იყოს. მინდა, საქართველოში იყოს ძლიერი ტელევიზია, ძლიერი ბეჭდული მედია. ყველას გილოცავთ მთელი სულით და გულით. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, სადაც ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი საბჭოთა კავშირს იხსენებს