ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 10 საათზე დაასახელებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად ერთ საათში დაასახელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია 10 საათზეა დანიშნული.

ამ დრომდე უცნობია მხოლოდ ორი დასახელებული მინისტრი იცვლება თუ არსებულ შემადგენლობას კიდევ რომელიმე გამოაკლდება. ჯერჯერობით ოფიციალურად გარემოსა და სპორტის მინისტრების პოსტებია ვაკანტური.

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად “იბერია-ბიზნეს-ჯგუფის” და საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი შესაძლოა დაინიშნოს, თუმცა ამავე პოსტზე სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც დასახელდნენ.

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად რესპუბლიკელი დეპუტატი გიგლა აგულაშვილი დასახელდა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ რუსიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, იცვლება თავდაცვის მინისტრიც და ამ პოსტზე, სავარაუდოდ, ასევე რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს წარადგენს ღარიბაშვილი. შესაძლოა, ეკონომიკური გუნდის მინისტრიც შეიცვალოს, თუმცა რომელი, არ კონკრეტდება.

კანდიდატებზე კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციაში გვიანობამდე გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიბაფტისტი სონღულაშვილი საზღვარგარეთ ქართველებს ლანძღავს
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს