ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილს თანხის გადარიცხვისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დაზარალებული ოჯახების კომპენსაციების ანაზღაურების პროცესი დაიწყო. მინდა მადლობა ვუთხრა იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, ვინც შემოწირულობა გააკეთეს. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უკვე 10 მილიონი ლარი გადაურიცხა დაზარალებულ ოჯახებს მერიის ანგარიშზე და უკვე მერია დაიწყებს ამ თანხების გაცემას დადგენილი წესის შესაბამისად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ევროჯგუფი საბერძნეთის საკითხზე კონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიაობამამ და პუტინმა ირანთან დადებული ხელშეკრულება განიხილეს