ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე განცხადებას დღეს გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. პრემიერის პრესკონფერენცია 11:00 საათზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.
ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, არ არის გამორიცხული მან ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე შეცვალოს, ბაქრაძე კი საქმიანობას ისევ დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3493 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტში ორი ცვლილება განხორციელდა