ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას

ჩვენი და სხვა განვითარებადი ქვეყნების მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს ხვდება.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს მთავარი კაპიტალი ეს არის ადამიანი და შესაბამისად, ადამიანური რესურსები. ჩვენი და ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, აქცენტირებული მუშაობა და ამას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმიტომ, რომ თუ ადამიანმა, როგორც მთავარმა სახელმწიფო კაპიტალმა, ვერ შეძლო განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მიუღწეველი იქნება წარმატება, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ ეფექტურად სხვა დანარჩენი რესურსების გამოყენებას. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სრულ რეალიზაციას შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დოქტორანტურის საგანმანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები პირველად საქართველოში სხელმწიფო დაფინანსებას იღებენ. 2013-2014 წლებში სულ 230-მდე დოქტორანტი დაფინანსდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურად აფასებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია