ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობამ და ბიზნესმა ერთად ყველა რეგიონი ფეხზე უნდა დავაყენოთ

მთავრობამ და ბიზნესმა ერთად ყველა რეგიონი ფეხზე უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რისი განხორციელებაც გურიის რეგიონში შეიძლება.
“გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოების განვითარება, ტურიზმი. აქ ჩვენ შეგვიძლია მეფრინველეობის, მებოცვრეობის განვითარება, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება, მეფუტკრეობა, თხილის, კაკლის, წაბლის მოყვანა, რომელიც ძალიან რენტაბელურია; მეთევზეობის განვითარება, მაღალმარჟიანი კულტურების, მაგალითად ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გურიაში არის ხილის, ნატურალური წვენების, ეთერზეთების, ტუნგოს წარმოების, ავეჯის, ტექსტილის წარმოებისა და სხვა პოტენციალი და გურია არ უნდა იყოს გაღარიბებულ მდგომარეობაში.
“რეალური პერსპექტივა არსებობს ამ რეგიონში და არ უნდა იყოს გურია ასეთი გაღარიბებული. ეს არის დანაშაული პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენ – მთავრობამ, ბიზნესმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ფეხზე დავაყენოთ ყველა რეგიონი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარმა ექიმებს მიმართა, რომ ისინი დიდ და საშინელ ცოდვას სჩადიან, როცა აბორტს აკეთებენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში ,,გრუ,,-ს 2 ოფიცერი დაიჭირეს