ირაკლი ღარიბაშვილი – მდინარე ვერეს დინება შეიცვალა

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

მდინარე ვერეს დინება შეიცვალა, – ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მდინარის ნაკადი ახლა უკვე აღარ ეხება იმ ნაპირს, სადაც დამცავი კედლის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
“დილით განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ყველა დაზიანებულ უბანზე. ღამის საათებში ამინდის გაუარესებას არ გამოუწვევია პრობლემები. დაზიანებულ უბნებში დღეს დილიდან შეყვანილია გვარდია და მოხალისეები. მიმდინარეობს დაზიანებული შენონების ექსპერტიზა-შემოწმება უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. ასევე გადაწყდა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად წყნეთის ქუჩაზე ბეტონის კედლის აღმართვა. დღის მანძილზე მოხდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, რომლითაც განხორციელდა გვირაბთან, მდინარე ვერეს კალაპოტში გზის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრა, რითაც შეიცვალა მდინარის დინება და მისი ნაკადი უშუალოდ აღარ ეხება ნაპირს, სადაც უნდა დაიწყოს დამცავი კედლის მშენებლობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„სანამ საბოლოოდ არ აღმოვაჩენთ ვეფხვს, მანამდე ჯობია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ“
შემდეგი სტატიაილია მეორე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს