ირაკლი ღარიბაშვილი – ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

პარლამენტილარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეკისრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მან უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზურაბ მელიქიშვილის კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა.
“გეგმა ჩვენ გვაქვს, რომლითაც ვმოქმედებთ. ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეკისრება. რა თქმა უნდა, მთავრობის ნაწილში ჩვენ ვმუშაობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხელი შევუწყოთ ლარის სტაბილიზაციას, რაც დაიწყება უახლოეს 2-3 კვირაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია, და უკვე გამოცოცხლება შეინიშნება.
“აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში, ასე რომ, ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებით, თუმცა მე არ მინდა მათ ნაწილზე ვისაუბრო, ეს სწორედ ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უმჯობესია მათ გააკეთონ განმარტებები, ჩვენ ველოდებით, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ორ-სამ კვირაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რომელსაც ისმენს მოსახელობა ყოველდღიურად და იმ აჟიოტაჟს, რასაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობს და, რა თქმა უნდა, ეს ქმნის აჟიოტაჟის ფონს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ გრცხვენით და ნამდვილად არ გაქვთ ზღვარი ტყუილებში–გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიათქვენი მიზანია არა მოსახლეობასა და ხალხს ესაუბროთ, არამედ მიზანია ის, რომ ერთ ადამიანს – “20/30”-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით