ირაკლი ღარიბაშვილი: კოალიციამ საჭიროდ არ ჩათვალა პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გასულ წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საჭირო არ იყო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრება, რაც წელსაც ძალაში დარჩა.

„როდესაც საუბარი იყო იმაზე უნდა დაესწროს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა კოალიციაში და საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ ვინაიდან ჩვენ აღარ გვსურს, რომ პომპეზური იყოს ყველაფერი და ის მათ შორის ის ღონისძიება, რომელიც გუშინ გაიმართა არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე, ეს გადაწყვეტილება ჩვენ წელსაც ძალაში დავტოვეთ, რომ არ იყო საჭირო მთავრობის დასწრება“,-განაცხადა პრემიერმა

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოწოდებულია, რომ ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის პრეზიდენტთან კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეს.

„ჩვენ, მთელი მთავრობა და სახელმწიფო გუნდი მოწოდებულია, რომ ყველა ინსტიტუტთან გვქონდეს აბსოლუტურად დაბალანსებული, კოსნტრუქციული ურთიერთობა, გახსოვთ ალბათ, რომ ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით რომ მომხდარიყო პოზიტიური წინსვლა და ყოელთვის მე ვაფიქსირებდი ამას არამხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის არცერთი წევრი არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს არასოდეს მოუმართავს რაიმე ინიციატივით – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი