ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პროკურორებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამასთან დაკავშირებით დღეს ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მილოცვის ტექსტს ავრცელებს.
“პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ქართველ პროკურორებს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს.
დღეს ძალიან დიდია პროკურორების როლი კანონიერების დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. პროკურორობა რთული და საპატიო საქმეა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. დღეს თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა – ჩვენს ხალხსა და ქვეყანას თქვენი უანგარო და თავდადებული სამსახურის იმედი აქვს.
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს სახელმწიფოში კანონიერების დაცვის საქმეში. ყველას გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს”, _ ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ოფიციალურად დაინიშნა
შემდეგი სტატიასააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის – პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა