ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურად აფასებს

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილება და დავეწიოთ ამ კუთხით განვითარებულ მსოფლიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს ხვდება.

“ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა თქვენთან შეხვედრა, თქვენთან საუბარი იმდენად, რამდენადაც მეც ჯერ კიდევ სტუდენტის ასაკში ვარ, თუმცა ხუმრობის გარეშე, მართლაც ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მათ ყველაზე ობიექტურად აფასებს. რაც მთავარია, თქვენ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. თქვენთვის მთავარი მამოძრავებელია სწორედ ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა ეკონომიკა, უმუშევრობა და ა.შ., მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი – ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება სათანადო, ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილება და ის, რომ ამ კუთხით დავეწიოთ განვითარებულ მსოფლიოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს.
“ტემპი, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ოდესაში მკვლელი იმალება” – წარწერა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კარებზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას