ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ შევატყვე, რომ ნიკა გვარამიას რაიმე დასამალი აქვს

ნიკა გვარამიას თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია, ჩვენც ვიცოდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ მოისმინა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის გაუგებარი განცხადება, თუმცა მას მიუხედავად ამისა, გუშინვე ჰქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან.

“მე ვიცი, რომ გუშინვე დაიწყო ამ საქმის შესწავლა და გამოძიება, ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას, თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ეს საქმე, ბოლომდე გამოიძიონ. ამ ადამიანს თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ჩვენც ვიცოდეთ, თუმცა მე ვერ შევატყვე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი წუხელ დაარბიეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი და მისი მთავრობა არიან სახე იმ ნიღბიანი პირებისა, რომლებიც აუპატიურებენ ადამიანებს