ირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის დაკავების გამო, სამართალდამცველებსა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის.
შალვა აბულაძის დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ აბულაძის აყვანა ხელისუფლების ღირსების საქმე იყო.
“პოლიციელების – ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობაში, ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.
სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, გამთენიისას დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიაანქვაბის საქმეზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა