ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის კერძო დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება მისი მთავრობის მთავარი პრინციპია. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობის ჩართულობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

„კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის კერძო დავა 2 სუბიექტს შორის, სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. ქიბარ ხალვაშმა 3 წლის განამვლობაში ვერ მიაღწია ჩვენ მთავრობასთან, პირდაპირ ვაცხადებთ და ვაღიარებთ, ამ კაცმა ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ჰქონდა და ვერ დაიბრუნა. რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება მედიასაქმიანობას, არის მხოლოდ მიუღებელია და სწორედ ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომ ეს არის ურყევი, ჩვენი ჩართულობა ამ საქმეშია არის აბსოლუტურად გამორიცხული.

ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ დამოუკიდებელ თავიოსუფალ სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არცერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ მიუმართავს
შემდეგი სტატიამოსამართლემ “რუსთავი 2”-ს სხდომის სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა და ნიკა გვარამია სხდომაზე არ დაუშვა