ირაკლი ღარიბაშვილი: ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

“დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ჩვენმა ეკლესიამ გამოიარა ავტოკეფალიის დაკარგვის უმძიმესი წლები, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას კი ას წელზე მეტი დასჭირდა. ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში.

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2255 ლარია
შემდეგი სტატია“ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ ავთანდილ გუნთაიშვილზე პროკურატურამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა”