ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ბიზნესმენებს შეხვდება

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე ანაკლიაში გაიმართება.
სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონულ ოფისს გახსნის.
რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგის სამიტის შემდეგ მყისიერად არ მოხდება
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: ასეთი ხერხები რუსეთთან არ მუშაობს