ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის – “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში დღეს გურიის რეგიონს ეწვევა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს,
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, მთავრობის მეთაური რეგიონში ახლად გახსნილ და მშენებარე საწარმოებს დაათვალიერებს. 10:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრება. კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც მაისის ბოლოს გაიხსნება, პრემიერი ანასეულში დაათვალიერებს, ხოლო გურიანთაში – ახლად გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას გაეცნობა.
დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა გურიის რაიონების გამგებლებთან. 14:00 საათზე კი, ოზურგეთში, კოლეჯ “ჰორიზონტში”, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს.
“მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ ყველა რეგიონის პოტენციალი შეისწავლა, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში წარმოების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას”, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შემდეგი სტატიასირიაში საქართველოს მოქალაქე დაღუპა