ირაკლი ღარიბაშვილი: დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი საუბრები იყო

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი საუბრები იყო.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა მინისტრის განცახადებაზე, რომ შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს.
“არაფერი არ ხდება. არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა. იყო ზოგადად საუბარი, რომ ვიღაცას შეიძლება სურდეს რაღაცის გაკეთება. მაგრამ ის ვიღაცა უმკაცრესად დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
როგორც გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.
“არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს”, – აღნიშნა გომელაურმა.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა დააზუსტა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინცადამაინც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს.
“ნაციონალური მოძრაობა” მე არ მიხსენებია. მე ვთქვი, რომ არის სხვადასხვა ძალა, რომელსაც არ დავაკონკრეტებ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობთ. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ძალა, რომელსაც სურს არეულობა არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. იცით, რომ სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხაზს. მე არ მიხსენებია “ნაციონალური მოძრაობა”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში მომხდარ არეულობაში დაკავებული 3 ყოფილი სპეცრაზმელი არ მონაწილეობდა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა