ირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მიღებას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ გაერო-ს 69-ე სესიაზე მხარდამჭერთა უპროცედენტო რაოდენობა დაფიქისრდა.
“75 სახელმწიფომ მხარი დაუჭირა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპერეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმუშავა საგარეო უწყებამ, რომ დაგვერწმუნებინა ის სკეპტიკური სახელმწიფოები, რომლებიც მანამდე არ უჭერდნენ მხარს ამ რეზოლუციას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ“
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ