ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. ფორუმზე იმყოფება საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის, კერძო მიღებასაც დაესწრება.

დელეგაციის წევრებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრები, რომელზეც მომავალი წლის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.

უკვე ცნობილია, რომ წელს ეკონომიკურ ფორუმზე აქცენტი გლობალურ პოლიტიკურ კრიზისებზე გაკეთდება. ამიტომ ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ დავოსში ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინა იქნება. ფორუმში მონაწილეობას იღებს პეტრო პოროშენკო. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა და ისაუბრებს, როგორ უნდა გადაწყდეს გლობალური პოლიტიკური კრიზისი.

საქართველოსა და უკრაინის შესახებ დავოსში ისაუბრა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანერიმ.

“მთავარი პრობლემა ახლა ჩვენთვის არის, ბოლომდე შევაღწიოთ აღმოსავლეთ უკრაინაში და მივიდეთ რუსეთის საზღვართან. კარგი იქნება, თუ რუსული მხარე თავისუფლად გადაადგილებასა და მონიტორინგის გახორციელებაში დაგვეხმარება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს ბერლინში საგარეო საქმეთა მინიტრები იკრიბებიან, სადაც იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს მინსკის შეთანხმება. ეს ყველაზე მთავარია. უნდა მოხდეს რეალური ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ჯარების გაყვანის პროცესს, ტყვეების გაცვლას,” – აცხადებს ეუთოს გენერალური მდივანი.

banner
წინა სტატიაშიქვემო ფონიჭალაში შვილმა 85 წლის დედა მოკლა
შემდეგი სტატიალარის კურსი ისევ დაეცა