ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20 იანვარს შვეიცარიაში გაემგზავრება და  დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 45-ე სესიას საქართველოდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე” საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძეც დაესწრებიან.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება.
პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე – Session Travel and Trade in a High-Risk Era, Luncheon: Europe Growth Markets.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაშიც”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებებსაც შეხვდება. ცნობილია, რომ  უკვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან, პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშირატომ დაწვეს ბიზნესმენის ავტომობილი ბათუმში?!
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ