ირაკლი ღარიბაშვილი – გურია არის, იყო და იქნება ქართული პოლიტიკის, პროგრესული აზროვნების ცენტრი

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

“ალეგრობა” ჯერ კიდევ 170 წლის წინ დაარსდა და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს “ალეგრობა” მიულოცა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.
“გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი. გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!” – მიმართა პრემიერმა “ალეგრობის” დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.

banner
წინა სტატიაში“აღმასკომის სხდომის დატოვება ალექსანდრე ჩივაძემ მთხოვა”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს