ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას წარმატებით გაართმევს თავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მღებრიშვილის სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის დროს ამ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.
“სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. მთლიანად შევცვალეთ სისტემა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოიფხვრა მთლიანად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, სასტიკი წამება, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა მიხეილ სააკაშვილის დროს და სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ რეფორმა. მას ჰქონდა დაწყებული მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, მე პირადად ვიმყოფებოდი ამ სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მათ შორის სასჯელაღსრულების დაბალი რისკის დაწესებულების და სრულიად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე და გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ინფრასტრუქტურა და მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიცკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. ასევე, ბატონი გოგო არის ინიციატორი პროექტისა, რომელიც ინოვაციური არის ამ სისტემაში, მე ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, მონიტორინგს პატიმრებისა, მათ შეუძლიათ სახლში იყვნენ, და ამ სისტემას უკვე ბატონი კახა დანერგავს უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილი არის წესიერებით გამორჩეული ადამიანი.
“გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული. პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ზუსტად იცის რა ჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შსს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი: ეს არის ავანსად გაცემული ნდობა
შემდეგი სტატია“კახიშვილის გამინისტრება და მღებრიშვილის შსს მინისტრად დანიშვნა, გააძლიერებს ღარიბაშვილის პოზიციებს” – ჯუმბერ კირვალიძე