ირაკლი ღარიბაშვილი – განათლებაში ინვესტირებული თანხა სახელმწიფოს ასმაგად დაუბრუნდება

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

ეს ის ხალხია, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა და რომელიც შექმნის უკეთეს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მათ განათლებაში ინვესტირებული თანხა სახელმწიფოს ასმაგად დაუბრუნდება.
“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბევრ ნათელ სახეს ვხედავ. ისინი არიან მოტივირებულნი, დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას. წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხები პრაქტიკულად წყალში იყრებოდა, ჩვენი ახალგაზრდები მიდიოდნენ და რჩებოდნენ უცხოეთში, სამშობლოში დაბრუნების არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდათ. ჩემი იდეა იყო, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დაბრუნების შემდეგ ისინი შესაფერის სამსახუს მიიღებენ სახელმწიფოსგან”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იგი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს, ყველა მიმართულებით რამდენიმე ასეული კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი კადრი ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციას დაესწრო
შემდეგი სტატია“Украинская правда”: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს