ირაკლი ღარიბაშვილი: გაზი ამ ეტაპზე არ უნდა გაძვირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაპოვნი იქნება გზები, რომ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე არ მოხდეს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
”რაც შეეხება გაზის საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება. ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
“ჩვენ თავად “სოკარის” წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს იანვრის დასაწყისიდან დღემდე ხელფასი არ აუღიათ?!–ინდირა ჯგერენაია
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ