ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაშმა ბოლო 3 წლის განმავლობაში პროკურატურას არაერთხელ მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

„ბატონი ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას და დარღვეული უფლებების აღდგენას. მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება ამ ფაქტზე. პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ამ დრომდე. ჩვენ არ ჩავრეულვართ არცერთ საქმეში, ასე რომ, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესებში მთავრობაა ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ნუ შფოთავს ნურავინ რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს ან მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვერენჩხილაძე: მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს