ირაკლი ღარიბაშვილი: არის სირთულეები, მაგრამ მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

ვენ წინაშე არის სირთულეები, მაგრამ მჯერა, რომ ყველანი ერთად მათ გადავლახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

“მე, ისევე როგორც ყველა ქართველი, ქედს ვიხდი იუნკერების ხსოვნის წინაშე, მათ სამაგალითო გმირობა აჩვენეს – თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ეს არის მართლაც მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. იმაში, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, გმირი იუნკერების დამსახურებაცაა, ვინაიდან ისინი გმირულად შეეწინააღმდეგნენ წითელ ოკუპანტებს. დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშე – არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ და ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულობით, პრაგმატული ხედვით და მიზანდასახულობით, ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„როცა არ ხარ უმრავლესობაში შესაბამისად ძალიან რთული და არასწორია მართო კომიტეტი“
შემდეგი სტატიაკორუმპირებულ გამგებელს არ მივცემთ, კორუფციის საშუალებას – აცხადებს სენაკის საკრებულოს წევრი