ირაკლი ღარიბაშვილის ესტონეთში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში გრძელდება. როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ესტონეთის მიერ საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებული ურთიერთობების გამო.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა