ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ლევან ღირსიაშვილი მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის N86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, დაინიშნოს ლევან ღირსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დირექტორად 2015 წლის 1 მაისიდან”, – ნათქვამია ბრძანებაში.
თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ მინდია ჯანელიძე პრემიერის ბრძანებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრობამდეც ამავე პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – უნიკალური წიგნების საცავი!
შემდეგი სტატიარიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება