ირაკლი ფირცხალავა დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც მან ალექსანდრე ჭიკაიძეს ერთი წლის წინ მისწერა.

წერილი “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” წევრმა “რუსთავი2”-ს მიაწოდა, სადაც ვკითხულობთ: “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი არის კრიმინალური წარსულის მქონე , ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. ის სრულად იზიარებს მათი ცხოვრების ადათ-წესებს და ეწევა ამ წესის პროპაგანდას. პერიოდულად მას შეაქვს დიდძალი თანხა ე.წ „ობშიაკშიც“. ჩვენი ინფორმაციით, მას ახლო კავშირი აქვს ე.წ. კანონიერ ქურდ ჯემალ მამომიანთან იგივე “ჯეკო ტბილისკისთან“, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ჯგუფის წევრია.“

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” წევრი აქვე მაშინდელ მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, ატყობინებს დაგეგმილი დანაშაულის შესახებ.

„ამა წლის თებერვალში მამომიანის უშუალო დავალებით ვაზაგაშვილმა გეგუთის კოლონიაში ადვოკატის მეშვეობით მოძებნა მრავალჯერ ნასამართლევი, ვინმე ლაშა შავაძე, მას გადასცეს „ინსტრუქცია“, თუ როგორ უნდა გამოეწვია მღელვარება პატიმრებს შორის, რაც ამ უკანასკნელმა ზედმიწევნით შეასრულა. რომ არა სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი პროფესიონალიზმი, „ქურდული გეგმით“ მღელვარება უნდა გასცდენოდა გეგუთის კოლონიას და გადასდებოდა სხვა დაწესებულებებს. გთხოვთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოთ გამოძიება,“- ნათქვამია ირაკლი ფირცხალავას მიერ ალექსანდრე ჭიკაიძისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელიც 2014 წლის 27 თებერვლით თარიღდება.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიაჭარის რეგიონში ქურდების გავლენა განსაკუტრებით იგრძნობა-გივი თარგამაძე
შემდეგი სტატიაყოფილი ელქაბიძის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა შესაძლოა ორ თვეში სრულად აღდგეს