ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ.

პროცესზე განცხადება გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავამ გააკეთა.

მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი გადაყვანა გააპროტესტა.

ფირცხალავას თქმით, იქ მისი უსაფრთხოება არ არის დაცული, ვინაიდან მას პატიმრები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

თუ არ დააბრუნებენ მატროსოვის ციხეში, ის დაცვაზე უარის თქმით და პროცესებზე არდასწრებით იმუქრება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობის არაერთი ტყუილი დაპირება გვინახავს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია