ირაკლი ფირცხალავას ძმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არ დაიკითხება

ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!

ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არ დაიკითხება, – ამის შესახებ კორტების საქმეზე დღეს პროცესის გადადების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დააზუსტა და ლევან ფირცხალავა დასაკითხ მოწმეთა ნუსხაში არ არის.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. ასევე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, თუმცა ყველა ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.
შემდეგი პროცესი 5 ოექტომბერს გაიმართება, სადაც უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს წარდგენილ მტკიცებულებებს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური ფრაქციის მიერ მიწვეული მინისტრები პარლამენტში არ ცხადდებიან
შემდეგი სტატიადიდი რაოდენობით საქონლის კანონდარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს