ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულმა თანამდებობა უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
ირაკლი ტრიპოლსკი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუზე განხადებას ავრცელებს:
“მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადება არის ცილისწამება და პროვოკაცია. რასაკვირველია, არავითარი კავშირი არც ტენდერებთან და არც მუნიციპალიტეტის სხვა საქმიანობასთან არ მქონია. ყველა დიდ ტენდერზე და მასშტაბურ პროექტზე პასუხისმგებელი არის გუბერნია. მივმართავ გუბერნატორს, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადებების გამო განმარტება გააკეთებინონ კობა არაბულს. მივიჩნევ, რომ ასეთი ქმედების გამო მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ამავე დროს, მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ჩემს მიერ რომელიმე კანონდარღვევასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო მასალები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ საჯაროდ და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბულმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით ბევრი დარღვევებია. კობა არაბულმა ინტერვიუში კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტები არაკვალიფიციურად მზადდება.

banner
წინა სტატიაში“კრისტის” აუქციონის ადმინისტრაცია – “კრისტის” აუქციონის სახლი კმაყოფილია, რომ ფიროსმანის შედევრი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით