ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა გაცემული

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი ე.წ. “ნარუშილოვკა” ჰქონდა გაცემული, რომელთა აღრიცხვაც არ ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის აღურიცხველობის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ წინა ხელისუფლების მაღალი რანგის თანდებობის პირების ოჯახის წევრები იყენებდნენ.

“წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი “ნარუშილოვკა” ჰქონდა გაცემული. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ხდება ამ დოკუმენტის რიგ შემთხვევებში, შესაძლო არამიზნობრივად გამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ 10-ჯერ მეტად იყო ის გამოყენებული, არამედ მისი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა ზუსტად იმ მიზნით, რომ ამით ესარგებლათ ჩემი დღევანდელი კოლეგებისა და მაშინდელი სახელმწიფო თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ე.წ. “ნარუშილოვკებთან” დაკავშირებული პრობლემა ახლაც არსებობს და დაწყებულია ზომების მიღება მის გადასაჭრელად.
ამ კოტექსტში დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ნება იმისა, რომ კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

banner
წინა სტატიაშილაშა აბაშიძის განცხადებით, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
შემდეგი სტატია“დროა, პასუხი მოსთხოვოთ იმ მეზობლებს, რომლებიც ტვინს გიბურღავდნენ “ქართული ოცნებისთვის” მიგეცათ ხმა”- ბობოხიძე მოსახლოებას მიმართავს