ირაკლი სესიაშვილი: თქვენ უფრო არღვევთ ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ პოლიტიკოსის ინტერესებს

“რუსთავი 2-ს უკან პოლიტიკური ინტერსები დგას და საუბრობს იმაზე, იმ ფორმით, რაც მას აწყობს და ჭირდება პოლიტიკურად,“ – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გუშინ გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ საქმეს მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„საქმე გვაქვს ბიზნეს ინტერსებთან, ერთი ადამიანი ითხოვს თავის წილს, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია, მე მგონი, თქვენი სიტყვის თავისუფლებას მე არ ვზღუდავ, პირიქით, რიგ შემთხვევებში, თქვენ უფრო არღვევთ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ პოლიტიკოსის ინტერესებს,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ “ყაზტრანსგაზის” საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყდება
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ვისურვებდი, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ჰქონოდა პრეზიდენტს