ირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგებს სანდოდ არ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგები სანდო არ არის. დეპუტატის შეფასებით, კვლევა რეალობას არ ასახავს .
“არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კვლევის პროცესს, გვაქვს პრეტენზიები, მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თუ შეხედულებების გამო. ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი”, – აცხადებს სესიაშვილი.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ამასთან, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის