ირაკლი ლექვინაძე: შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტი ინტერვენცია

“შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტი ინტერვენცია, შეიძლებოდა იმ დროს, როცა ბაზარზე იყო გარკვეული სპეკულაციისა და აჟიოტაჟის ნიშნები,” – ასე შეაფასა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ “ეროვნული ბანკის” მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ვალუტის კურსის დევალვაცია საგარეო “შოკისგან” იყო გამოწვეული. თუმცა ის “ეროვნული ბანკის” ქმედებებსაც აკრიტიკებს.

“საგარეო შოკებისგან იყო ძირითადად წარმოებული ვალუტის კურსის დევალვაცია და როდესაც ნეგატიურ დინამიკაშია ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, ასეთ დროს ინტერვენციების განხორციელებას აზრი არ აქვს, რადგანაც ამ ვალუტის გადინება მოხდება მეზობელ ქვეყნებში, სადაც დოლარის დეფიციტია,” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაშირა ხდება სავალუტო ჯიხურებში?
შემდეგი სტატიასოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა