ირაკლი ლექვინაძე: გიორგი არეშიძე მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს

კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს: თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული

გიორგი არეშიძე მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს, – ამის შესახებ დღეს ჟურალისტებს თბილისის საკრებულოში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
ლექვინაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუ სად იმყოფება ამ მომენტისათვის თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე. ლექვინაძის თქმით, გიორგი არეშიძე დღესაც სამუშაო პროცესშია.
“ის დღესაც სამუშაო პროცესშია. ყველა ის დოკუმენტი, რასაც მერია ითხოვდა მის საგანმანათლებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მერიისთვის აქვს წარდგენილი. გიორგი არეშიძე შვებულებაში არ არის, არის აქტიურ სამუშაო პროცესში”, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი არეშიძე თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: რიკოთის უღელტეხილით ჩინური მხარის დაინტერესება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიამამუკა არეშიძე: ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ გამორიცხული არაა, რომ შეტევა საქართველოში, საელჩოებზე განხორციელდეს