ირაკლი კობახიძე – ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გაძლიერებაში ჩემი წვლილი შევიტანო, – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დღეს დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პარტიის გაძლიერებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რისთვისაც შესაბამისი ხედვის და სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

“მადლობას ვუხდი პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს, პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო პარტიის გაძლიერებაში. ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საჭიროა ხედვის სტრატეგიის გეგმის შემუშავება და ამ სამოქმედო გეგმის თანმიმდევრული განხორციელება”, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ
შემდეგი სტატიადემის რუსო გარდაიცვალა